„გორის ქალთა კამერული გუნდი“ ვატიკანში

15:32, 22.11.2025

ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რომის პანთეონში „გორის ქალთა კამერული გუნდის“ სოლო კონცერტი გაიმართა. გუნდმა, თეონა ცირამუას დირიჟორობით, ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები და საგალობლები შეასრულა. საღამოს მხარდამჭერი კულტურის სამინისტრო იყო. ცნობისთვის, წელს საქართველო საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებებში პირველად მონაწილეობს. 

მსგავსი