გოგა ხაინდრავას განცხადება

უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და საქართველოს როლზე პრესკონფერენცია გამართა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ. მისი განცხადებით, საქართველო უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და ცილისწამების ქვეშ იმყოფება. ქვეყნისთვის კი იმის დაბრალება, თითქოს კონტრაბანდული სამხედრო პროდუქციით ეხმარება რუსეთს, არის საქართველოს თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფა.