გლობალური მშვიდობის სამიტი შვეიცარიაში

შვეიცარიაში გლობალური მშვიდობის სამიტი იწყება – ადგილზე უკვე ჩავიდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვა მსოფლიო ლიდერები. ორდღიან სამიტს 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება. მათ შორის 57 ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი. 29 ქვეყნიდან კი წარმოდგენილი იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ექვსი ქვეყნის ელჩები. სამიტს ასევე დაესწრებიან ევროსაბჭოს, ეუთოს, ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის ყველა წამყვანი ინსტიტუტის წარმომადგენლები.

გაერო-სა და მსოფლიო საპატრიარქოს კი დამკვირვებლის სტატუსი ექნებათ. ლიდერები უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმის ფორმირებაზე იმსჯელებენ და განიხილავენ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ომის დასასრულებლად შეთავაზებულ ათპუნქტიან გეგმას. ასევე უკრაინაში ბირთვულ საფრთხეებს, საკვების უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ საჭიროებებს. სამიტს არ დაესწრებიან რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები.