ახალი დეტალები 2016 წელს გივი თარგამაძის აფეთქების საქმეში – საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გივი თარგამაძის კონტროლი და თვალთვალი შოთა ჭიჭიაშვილს დაავალა, რომელმაც საქმეში, თავის მხრივ, დარჩო ხეჩუაშვილი ჩართო. ამის შესახებ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოიკითხა მსჯავრდებული დარჩო ხეჩუაშვილი, რომელმაც გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ ხეჩუაშვილი დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძისა და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზეა მსჯავრდებული.
ბელა ზაქაიძე დეტალებით.