რა მიზეზით დაბრუნდა საქართველოში წითელი ცირკულარით ძებნილი დამნაშავე, რომელსაც ქართულმა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად 2016 წელს მიუსაჯა. საქმე ეხება გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ დარჩო ხეჩუაშვილს, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკანონოდ ცდილობდა შემოსვლას. რვა წლის წინ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მომხდარი თავდასხმისას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გადარჩა, თუმცა შვიდი ადამიანი დაშავდა.
მმართველი გუნდისთვის საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა რვა წლის წინ ქვეყნიდან გაქცეულმა ხეჩუაშვილმა მაინცდამაინც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე სამშობლოში დაბრუნება. „ქართული ოცნება“ ფაქტს ოპოზიციის შესაძლო პროვოკაციას უწოდებს. ოპოზიცია კი ხელისუფლების ეჭვებს პოლიტიკურ მანიპულაციად და საზოგადოების დაშინების მცდელობად მიიჩნევს.
ნათია ქენქაძე დეტალებით.