გიული ალასანია უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის მიერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებას აბსურდულს უწოდებს. ჟურნალისტებმა მას აღნიშნულთან დაკავშირებით შეკითხვა „ვივამედთან“ დაუსვეს, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად იმყოფებოდა.