კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფება მისი დედა გიული ალასანია. მან შესვლამდე გუშინდელ სასამართლო პროცესზე ნინო ნადირაძის მიერ მიცემულ ჩვენებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, პროცესი სასამართლოს დაცინვა იყო. ალასანიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი იმ საკვებს იღებს, რისი მიღებაც ამჟამინდელ მდგომარეობაში შეუძლია და ოჯახს მხოლოდ ის საკვები მიაქვს, რისი მიღებაც შეუძლია.