"გირჩის" ორი წევრი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს
პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” ორი წევრი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი “დედა ენის ბაღიდან” იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი დღეს დაგეგმილი აქციისთვის, ბაღში აპარატურის დამონტაჟებას გეგმავდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებას აღძრული აქვს საქმე მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების ფაქტზე და სწორედ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხვიჩია და მეგრელიშვილი, პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გადაიყვანეს . “დედა ენის ბაღთან” მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
ლიკა ალელიშვილი ცდილობს ვითარებაში გარკვევას და ის ახლა “მოამბის” პირდაპირ ეთერს უერთდება – რა მოხდა “დედა ენის ბაღში”?