„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და ასევე სახელისუფლებო პარტიიდან წასულ ოთხეულს ისევ რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებს და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამასთან, გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ კიდევ 15 მაღალჩინოსნის შესახებ აქვს ინფორმაცია, რომლებიც რუსეთის აგენტები არიან.
მმართველ გუნდში ვაშაძის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ოპოზიციონერი კოლეგის განცხადებები არასერიოზულია.