გიორგი რურუა სუს-ში დაიბარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი რურუა მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად რურუამ გამოაქვეყნა. მოგვიანებით კი სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გაირკვა, რომ რურუამ უწყებაში მისვლაზე უარი თქვა და ის, სავარაუდოდ, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი და 323-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. ამავე საქმეზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში უკვე არაერთი პირი გამოიკითხა.