გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლით ოპოზიცია უკმაყოფილოა

შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლით უკმაყოფილოა ოპოზიცია. რამდენიმესაათიანი ხმაურიანი სხდომის შემდეგ “ევროპულ საქართველოში” განაცხადეს, რომ გიორგი გახარიამ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, მინისტრი მოუმზადებელი იყო და არცერთ მნიშვნელოვან შეკითხვას პასუხი არ გასცა. ოპოზიციამ განმარტება ვერც ახალქალაქის ინციდენტთან დაკავშირებით მიიღო.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა კი გახარიას გამოსვლას სპექტაკლი უწოდეს, რა დროსაც მინისტრმა მთელ რიგ დანაშაულზე – მუხთარლის საქმეზე, მაჩალიკაშვილზე და არჩევნების გაყალბებაზე, საუბარს თავი აარიდა. დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე კი საგამოძიებო კომისია დაადანაშაულა.

უმრავლესობა კი ოპოზიციას ისევ პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში სიღრმისეული ანალიზით წარდგა.