გიორგი გახარიამ 16 დეკემბრის ინციდენტზეც გააკეთა განმარტებები. შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა დეპუტატების დაკავება ველისციხეში მომხდარის თაობაზე, მინისტრმა განაცხადა, რომ პარლამენტის წევრების დაკავება შეუძლებელია, რადგან მათ იმუნიტეტი იცავს. გახარიამ აცხადებს, რომ ამ გარემოებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია საკმაოდ ეფექტიანად იყენებს.