ჟურნალისტი გიორგი გაბუნია პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხა. გიორგი გაბუნია ამ პროცესების უკან „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრების მცდელობას ხედავს. გამოკითხვა „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა.
საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ მას გაუთქმელობის შეთანხმებაზე მოაწერინეს ხელი. ჟურნალისტი უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.