გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეუფარდეს
გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ხუთივე დაკავებულის შემთხვევაში, მოსამართლემ პროკურატურის მხარის მოთხოვნა გაიზიარა და ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დღესვე, საქმესთან დაკავშირებით, რამდენიმე ახალი დეტალი გახდა ცნობილი.
პროკურორის ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე ყველა პირის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. ასევე, არ არის გამორიცხული, თანამზრახველთა გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებდეს თავს.
გენო ოსიყმაშვილი მუშაობს თემაზე – რა ახალ გარემოებებზე საუბრობს პროკურორი და რას აცხადებს დაცვის მხარე, რომლის არგუმენტებიც სასამართლომ არ გაიზიარა.