გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმე

21:10, 20.10.2018

ახალი დეტალები 23 წლის გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეში. ვინ არიან ვერონიკა პაპინას სახელით მოქმედი ახალგაზრდა ქალი და ვინმე ასტამურა, რომლებიც, გამოძიების ინფორმაციით, საქმეში დაკავებულ ხუთ პირთან ერთად  ფიგურირებენ; როგორ იყო განაწილებული ფუნქციები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების მიზნით შეიქმნა.

გამოძიება საქმის გარკვეულ დეტალებზე საუბრობს, თუმცა, აცხადებს, რომ ბევრი გარემოება ჯერ კიდევ  დასადგენია. დღეს უკვე დაკავებულ ხუთ ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

 

მსგავსი