გია ყანჩელი - „წერილები მეგობრებს“

ის, რასაც სიტყვები არ ეყო, ნოტებში ჩაეტია.

სახელოვანი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი თავის 25 მეგობარს მუსიკალურ წერილებს უძღვნის.

პირველი არხი წარმოგიდგენთ – რეჟისორ ნიკოლოზ მაჩაიძის 4-ნაწილიან ფილმ-კონცერტს „წერილები მეგობრებს“.

მონაწილეობენ: გია ყანჩელი, ანზორ ერქომაიშვილი, მიხეილ კილოსანიძე, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი შემადგენლობა