მუქარის შემცველი გზავნილები რუსეთიდან გერმანიის მისამართით.
საერთაშორისო სკანდალის მიზეზი ხდება აუდიო ჩანაწერი, რომელშიც გერმანიის სამხედრო მაღალჩინოსნები საუბრობენ. რუსული მედიით გასაჯაროებულ მასალაში გერმანიის თავდაცვის უწყების მაღალი თანამდებობის პირები ომში მყოფი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის გზებზე საუბრობენ. სამიზნეებს შორის კი ანექსირებული ყირიმიც სახელდება.
მოსკოვი ბერლინისგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვს. ფარულ ჩანაწერს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა თავად გერმანიაშიც.