ლაშა ბექაურს მალევე მხარდაჭერა გამოუცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა. გენო პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ არასდროს გაგვიცვლია სამშობლოს, ხალხისა და გულშემატკივრის სიყვარული! ეს არის უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი ყოველი ჩვენგანისთვის! ის რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა არის მიუღებელი და არაკორექტული, ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სწორედ ამიტომ მეც, ისევე როგორც ჩემს მეგობრებს, მიმაჩნია, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი,“- წერს პეტრიაშვილი.
ბულინგის კამპანია