მთავარი პროკურორობის კანდიდატების ნაწილი ხელისუფლებას საპროკურორო საბჭოზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ალექსანდრე კობაიძისა და კობა კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მხოლოდ ირაკლი შოთაძეს ლობირებს.
მათი განცხადებით, თუ საბჭო ყოფილ გენერალურ პროკურორს აღნიშნულ თანამდებობაზე კვლავ აირჩევს, გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.