„გელა და ბანოვანნი“ - კვარტეტის კონცერტი მწერალთა სახლში

მწერალთა სახლში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის ბაზაზე შექმნილი კვარტეტის კონცერტი გაიმართა. კვარტეტი სახელწოდებით „გელა და ბანოვანნი“ ხუთი წლის წინ, პანდემიის დროს ჩამოყალიბდა. მათი რეპერტუარი ქართულ ქალაქურ და ხალხურ სიმღერებს აერთიანებს. თითქმის ერთსაათიან კონცერტზე სწორედ ქართული ქალაქური და სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ხალხური კომპოზიციები შესრულდა.