ვაკის საცურაო აუზზე დასრულდა გაზაფხულის თასის გათამაშება ცურვაში. შეჯიბრი სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა და მასში მონაწილეობა 150-მდე სპორტსმენმა მიიღო.
მონაწილეთა შორის იყვნენ აზერბაიჯანელი მოცურავეებიც.
ტურნირი ორ დღეს გაგრძელდა და საუკეთესო სპორტსმენები სხვადასხვა დისციპლინაში გამოვლიდნენ.
გაზაფხულის თასზე ნაჩვენები შედეგები სპორტსმენთა რეიტინგზეც აისახა.
ცურვაში უახლოესი შეჯიბრი ჭაბუკთა შორის 21-22 აპრილს საცურაო აუზ ტონუსში გაიმართება.