გათავისუფლებიდან ერთი წელი - ბუჩას დეკლარაცია

ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით, სამიტი გაიმართა, რომელსაც სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიისა და მოლდოვის ლიდერებიც ესწრებოდნენ. სამიტზე სპეციალური დეკლარაცია მიიღეს, რაც რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს. დოკუმენტს 50-მდე საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციამ მოაწერა ხელი. სამიტის მონაწილეებმა დაგმეს უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი მძიმე დანაშაულები, მათ შორის ბუჩაში განვითარებული მოვლენები.

დეკლარაცია ასევე მხარს უჭერს სახელმწიფოების, მათ შორის უკრაინის მცდელობებს, გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში.