გასული უქმეები სპორტში #ტაიმაუტი
გასულ უქმეებზე არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირი თუ მატჩი ჩატარდა. ჩოგბურთში კაცებს შორის სტარტი სეზონის შემაჯამებელმა შეჯიბრებამ აიღო, ფორმულა ერთის მორიგ გრან პრის კი ბრაზილიამ უმასპინძლა, საინტერესო აღმოჩნდა სუპერ კლასიკოდ წოდებული ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის შეხვედრაც და ლეო მესის მორიგი შთამბეჭდავი გამოსვლა ინტერ მაიამის შემადგენლობაში. გასულ უქმეებზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში მომხდარი ამ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ჩვენს სიუჟეტში მოგიყვებით.