გასული უქმეები სპორტში #ტაიმაუტი

20:01, 12.01.2026

გასულ უიქენდზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში არა ერთი საინტერესო მოვლენა მოხდა. ჩოგბურთის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა კარლოს ალკარასისა და იანიკ სინერის საჩვენებელი მატჩი, ასევე ჩოგბურთის სამყაროში ამ ამხანაგური შეხვედრის გარდა, დაძაბული აღმოჩნდა ოკლენდისა და ბრისბენის ტურნირების ფინალებიც. ავტომოყვარულთა ყურადღებას იქცევს დაკარის ლეგენდარული რალი, რომლის მეშვიდე ეტაპი სწორედ ამ უქმეებზე ჩატარდა, ხოლო კალათბურთისა და განსაკუთრებით, კევინ დურანტის გულშემატკივრებისთვის “ჰიუსტონ როკეტსის” ვარსკვლავის მორიგი მიღწევა ამ უიქენდის გამორჩეული მოვლენაა. ამ და სხვა ამბებზე ჩვენს სიუჟეტში გიამბობთ.

#ტაიმაუტი

მსგავსი