„გამომყევი აჭარაში“ – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის კამპანია

12:35, 11.06.2025

„გამომყევი აჭარაში“ – ამ სახელწოდებით შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ქართველ ე.წ. ინფლუენსერებს, კონტენტკრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს წელსაც მოუწოდებს, რეგიონში იმოგზაურონ.

კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 16 ივნისიდან იწყება. მოგზაურობის დრო კი 1-ლი ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე იქნება შესაძლებელი. ისინი საინტერესო კონტენტს შექმნიან, გამომწერებს გაუზიარებენ, თუ როგორ მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზები. წელს კამპანიის საპრიზო ფონდი გაიზარდა. „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება.

მსგავსი