ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების ფარგლებში, ელდარ გოგოლაძე პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.
როგორც გოგოლაძემ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, მან სამართალდამცველებს ინფორმაცია 26 წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიაწოდა. ამასთან, ჟურნალისტების კითხვის პასუხად თქვა, რომ ფიქრობს, საქმის გააქტიურება ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გასულ ინტერვიუს უკავშირდება.
მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რის საფუძველზე აცხადებს ახლა თავს უდანაშაულოდ ანზორ შარმაიძე, რომელიც ვუდროფის მკვლელობის საქმეზე 15-წლიანი პატიმრობის შედეგ, 2008 წელს გათავისუფლდა.
გოგოლაძე არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო უწყებაში კვლავ დაიბარონ. შეგახსენებთ, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი თბილისის შემოსასვლელთან 1993 წელს მოკლეს.