გამოძიება ელენოვკაში სამხედრო ტყვეების მკვლელობის ფაქტზე

უკრაინის ხელისუფლება ელენოვკაში სამხედრო ტყვეების სიკვდილის გამოძიებაში გაერო-სა და წითელი ჯვარის ჩართვას ითხოვს. როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კოლონიაზე დარტყმას 50-ზე მეტი უკრაინელი ტყვე ემსხვერპლა. მოსკოვი და კიევი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ დაჭრილების დროულად ევაკუაციის მიზნით, ელენოვკის კოლონიაში შესვლას ეცდებიან. რუსეთის ცნობით, დარტყმის შედეგად ათეულობით ტყვე დაიჭრა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარება მოითხოვა.