გამოცემა The Atlantic-ის სტატია - შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

ამერიკული გამოცემა The Atlantic-ი აქვეყნებს სტატიას სათაურით – „სააკაშვილის ნელი მკვლელობა“. სტატიის ავტორი ენ ეფლბაუმია. ის აღწერს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას როგორც მძიმესა და შემაშფოთებელს, ავტორი საქართველოს ხელისუფლებას სდებს ბრალს.

ავტორი საუბრობს სააკაშვილის მოწამვლასა და ტრავმებზე, რომელიც მას ციხეში მიაყენეს. ამავე სტატიაში ეფლბაუმი მიხეილ სააკაშვილს ადარებს სერგეი მაგნიტსკისა და ალექსეი ნავალნის. სტატიას უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან უკვე მოჰყვა გამოხმაურება.