გახსნილი დანაშაული ფოთში

ფოთში განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, 1976 წელს დაბადებულ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

უგონო მდგომარეობაში მყოფი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.