თბილისში 12 აგვისტოს მომხდარი მკვლელობა გახსნილია – განზრახ მკვლელობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ოთხი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სოფელ დიღომში, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლობელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.