გახსნილი დანაშაული

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოჩვენებითი გარიგებით ქონების გადამალვის სამ ფაქტზე, სამი კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.