გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა

უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნით, გვიან ღამით გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე 23 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმების შესახებ იმსჯელეს. ზელენსკიმ გაერო-ს წევრებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ რუსულ ტერორზე უკრაინა მსოფლიოს მკაცრ რეაქციას ელოდება. უკრაინის პრეზიდენტმა სხდომაზე გაერო-ს წესდების მე-7 ნაწილზე ისაუბრა და თქვა, რომ „ტერორისტული სახელმწიფოს ქმედებებზე დასავლეთის რეაქცია შესაბამისი უნდა იყოს“. ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს ენერგეტიკული ტერორის ნებისმიერი ფორმის დაგმობის შესახებ რეზოლუციის მიღებისკენაც მოუწოდა.