მოსკოვიდან კიევში ჩასული გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ შეეცდება შეათანხმოს გეგმა „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის, თუმცა ეს რთული პროცესი იქნება. „ჩვენ საქმე გვაქვს არა იმ ხალხის ევაკუაციასთან, რომლებიც საკუთარ სახლებში ან საზოგადოებრივ ადგილებში იმყოფებიან, არამედ ხალხთან, რომელიც მართლაც დრამატულ პირობებში „ბუნკერში“ აღმოჩნდა. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს პარასკევს მომხდარიყო, მაგრამ ბუნებრივია, ამისთვის პირობები უნდა შეიქმნას“, – განაცხადა გუტერეშმა.
გენერალური მდივანი დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, მანამდე კი, სამშაბათს, მან რუსეთის პრეზიდენტთან გამართა მოლაპარაკებები.