გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის პრეზიდენტს 77-ე სესიაზე ვირტუალურ ფორმატში სიტყვით გამოსვლის ნება დართო. შესაბამის რეზოლუციას გაერო-ს 101-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის იყო საქართველოც. ზელენსკის სიტყვით გამოსვლის წინააღმდეგია რუსეთი, ბელორუსი და კიდევ ხუთი ქვეყანა.

გაერო-ს 19-მა წევრმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. მედიის ინფორმაციით, მანამდე გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში უკრაინის ლიდერის დისტანციურად მონაწილეობა წესების დარღვევაა.