ფოთის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც სამ არასამთავრობო ორგანიზაციას ეკუთვნოდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „ღია სივრცე კავკასია“ და „საქართველოს მომავლის აკადემია“ ხობის 66-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა. სხდომას სარჩელის ავტორები არ ესწრებოდნენ.
ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობდა და სარჩელი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციებს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში შეუძლიათ.