„უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა ის, რომ ევროპის პოლიტიკურ და სამხედრო რუკაზე მალე შესაძლოა, მნიშვნელოვანი ცვლილება ვიხილოთ. ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს ოფიციალურად გააკეთებს“ – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, სანა მარინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ეს არის ისტორიული დღე. ახალი ერა დაიწყო“ – თქვა ნიინისტომ პრესკონფერენციაზე. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ფინეთის პარლამენტი სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ, წევრობის ოფიციალური განაცხადი ნატო-ს შტაბ-ბინას ბრიუსელში, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში წარედგინება. გადაწყვეტილება მიღებული აქვს შვედეთსაც. ის განაცხადს, სავარაუდოდ, 17 მაისს წარადგენს.