ფესტივალი „მომავლის ხმები“

ფესტივალი „მომავლის ხმები“ დასრულდა. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, 17-დან 28 ივლისამდე ანაკლიამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 18 სალოტბარო სკოლის 420 მოსწავლეს უმასპინძლა. მონაწილეებმა, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში სამი კონცერტი გამართეს. პროექტი, რომელიც შემოქმედებით, გასართობ და სპორტულ ღონისძიებებს აერთიანებდა, ახალგაზრდებში მრავალხმიანობის პოპულარიზაციას და სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული ნიმუშების უკეთ შესწავლას ემსახურება.