ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“

ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში, ბრიუსელში ცნობილი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის სოლოკონცერტი გაიმართა. შესრულდა ბახის, შოპენისა და ლისტის ნაწარმოებები. ბისზე დაბრუნებულმა მუსიკოსმა კი გია ყანჩელის კომპოზიცია დაუკრა. საღამოს კულტურის მინისტრიც ესწრებოდა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგიაში ოფიციალურად გაიხსნა კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს.