#ფერმის მოგზაურობა სლოვენიაში გრძელდება. გაიცანით ადამიანები, ვისთვისაც მეღვინეობა არა საქმე, არამედ ცხოვრების წესია. როგორ ცდილობენ მცირე მარნები დაიკავონ ნიშა უზარმაზარ ევროპულ ბაზარზე. საიდან აღმოჩნდა ქართული ქვევრი სლოვენიისა და იტალიის საზღვარზე მდებარე სოფელ ოსლავაში და რა წარმატება მოიპოვა ქარვისფერმა ღვინომ ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე გამართულ ფესტივალში;
„ფერმა“ უერთდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს და გიამბობთ ისტორიას, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში არაერთი დარგის განვითარება განსაზღვრა. 1918-1921 წლებში მიმდინარე რეფორმები და ქართული სოფლის მეურნეობის ევროპული გეზი – ისტორია და დღევანდელობა.