#ფერმა აჭარის მაღალმთიანეთში - აგროტურიზმი და ადგილობრივი ფერმერების მასპინძლობის საიდუმლო
▶ აგროტურიზმი, საქმე, რომელსაც ფერმერისთვის დამატებითი შემოსავალი მოაქვს. ნახეთ, რა ხიბლავთ ჩვენი ქვეყნის სტუმრებს და რატომ თვლიან მიწაზე მუშაობას დასვენებად. ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ძებნაში ნაპოვნი აჭარის მაღალმთიანეთი და ადგილობრივი ფერმერების მასპინძლობის საიდუმლო. გაიგეთ რატომ სვამენ უცხოელები განსხვავებული სასმისით ქალების სადღეგრძელოს და რა გემო აქვს საკუთარი ხელით დაკრეფილ ხილსა და ბოსტნეულს.
▶ რუბრიკაში „არტი-შოკი“ – გაიცანით ბოლნისელი დავით ხმელიძე, რომელმაც მრავალფეროვანი გამოცდილება ფერმერობას მოახმარა, რისი ცოდნაა საჭირო მრავალფუნქციური მეურნეობის წარმატებით მართვისთვის და რატომ არის მისთვის ბოლნისი ერთადერთი და პირველი.
ფერმა