„ფაინეშელ თაიმსი“ – მაკრონმა მერცს უღალატა
რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების საკითხზე დისკუსიის დროს, გერმანიის კანცლერს საფრანგეთის ლიდერმა უღალატა – ამ ინფორმაციას ავრცელებს „ფაინეშელ თაიმსი“. გავლენიანი ბრიტანული გამოცემა წერს, რომ გასულ კვირას ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე გამართული დისკუსიების დროს, რომლის ფარგლებში ევროპაში გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების საკითხი განიხილებოდა, მერცი მაკრონის მხარდაჭერის გარეშე დარჩა.
სტატიის მიხედვით, „ბრიუსელის სამიტამდე ემანუელ მაკრონი საჯაროდ არ ეწინააღმდეგებოდა გერმანიის აღნიშნულ წინადადებას. გამოცემის ცნობით, საბოლოო ჯამში, როდესაც იტალია შეუერთდა ბელგიას, რომლის მთავრობაც ასევე უარყოფდა ე.წ. რეპარაციული სესხის იდეას, მაკრონმა საკუთარი წვლილი შეიტანა ამ ინიციატივის ჩაგდებაში.