ევროვიზიის საიმიჯო კლიპი

პანდემიის გამო განსხვავებული იქნება საბავშვო ევროვიზიის წლევანდელი კონკურსი. საერთაშორისო ღონისძიება ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, ანუ მონაწილეთა გამოსვლები ჩაწერილი იქნება. ქართველი კონკურსანტი და რანინას მესამე სეზონის გამარჯვებული, სანდრა გადელია საკონკურსო ნომერს უკვე ამზადებს.

საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი მსოფლიოს უმღერებს იმაზე, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას და ჩვენს გარშემომყოფებს. სანდრა გადელიას ოჯახი წარმოშობით აფხაზეთიდანაა, ათი წლის მომღერლის ოცნება, სწორედ აფხაზეთში დაბრუნებაა.

რანინა