ევროვიზიის კლიპის პრემიერა

2021 წლის ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის, თორნიკე ყიფიანის სიმღერაზე გადაღებულ კლიპს მაყურებელი დღეს იხილავს, პრემიერა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის კოდში“, 16:30 საათზე შედგება. სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს, მათ შირის როკს, პოპ-როკს და ბლუზ-როკს. საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა.

სიმღერის არანჟირება „ბრავო რექორდსში“ გაკეთდა და მასზე თორნიკე ყიფიანთან ერთად, ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა. ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველიაა.

დღის კოდი