ევროპული თამაშები და ქართველთა წარმატება

კრაკოვში მიმდინარე ევროპული თამაშები ქართველების წარმატებით დასრულდა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს სახელით მოასპარეზეებმა ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. მესამე ევროპული თამაშების საზეიმო დახურვას, ქართულ დელეგაციასთან ერთად, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრიც ესწრებოდა. ჩემპიონები სანდრო ბაზაძე, ზურაბ კინწურაშვილი, საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები და ლუკა შონია გახდნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 48 ქვეყანას შორის ჩვენმა ნაკრებმა მე-19 ადგილი დაიკავა.