უკრაინის დახმარების საკითხზე იმსჯელებენ ბრიუსელში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პირველი პირები. შეხვედრა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.
ადგილზე ელოდებიან შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც. განხილვის მთავარი საკითხი კიევისთვის დამატებითი პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების აღმოჩენის გზები იქნება. შეხვედრის მონაწილეებს კონფერენციის ფორმატში მიმართავს ვოლოდიმირ ზელენსკიც.