ევროპის ქვეყნების ლიდერები კიევში

უკრაინის მხარდასაჭერად კიევში გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერ-მინისტრი იმყოფებიან. შეხვედრა გაიმართება ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ლიდერები, სავარაუდოდ, პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდნენ. „ჩვენ ვართ იმ მომენტში, როდესაც გვჭირდება გავაგზავნოთ მკაფიო პოლიტიკური სიგნალი უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ, როდესაც ისინი რუსეთს გმირულ წინააღმდეგობას უწევენ“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა ვიზიტამდე ერთი დღით ადრე.