ევროპის ჩემპიონატის ფინალი საქართველოს პირველ არხზე!

რამდენიმე საათში გაირკვევა ვინ გახდება ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი.

ევრო 2024-ის ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდება. ინგლისს შანსი აქვს ეს ჯილდო არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვოს, ესპანეთი კი გამარჯვების შემთხვევაში კონტინენტის პირველობას უკვე მეოთხედ დაეუფლება. დაპირისპირება ბერლინში,  „ოლიმპია შტადიონზე“ გაიმართება.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ევრო 2024 | ესპანეთი მეოთხედ თუ ინგლისი პირველად – ევროპის ჩემპიონატის ფინალი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT