დაბა ბაკურიანი თოვლის ფრენბურთში ევროპის პირველ ჩემპიონატს მასპინძლობს. ქართველებთან ერთად, ტურნირში ევროპის ცხრა ქვეყნის მამაკაცთა და ქალთა გუნდები მონაწილეობენ. დღეს ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა ნახევარფინალისტების ვინაობა, ხვალ კი ოქროს მედლის მფლობელი გუნდი გამოვლინდება.