ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში

რევაზ დავითაძის ტრიუმფით დასრულდა ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის 89 კილოგრამი წონითი კატეგორია. 20 წლის თბილისელმა ძალოსანმა ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი აიღო და თან 23 წლამდელთა შორის კონტინენტის რეკორდი დაამყარა.

ოქრო დავითაძემ ატაცში 170 კილოგრამით მოიპოვა, რაც პარალელურად 23-წლამდელთა შორის ევროპის ახალი რეკორდი იყო. მანამდე მან 164 და 167 კილოგრამიც აიტაცა. მეორე დისციპლინაში უკვე ევროპის ორგზის ჩემპიონმა 194 კილოგრამის აკვრით დაიწყო. მეორე ცდაზე დავითაძე 199 კილოგრამს შეეჭიდა და სამწუხაროდ წონა ვერ დაძილია. მიუხედავად ამისა მესამე მისვლაზე სიმძიმე კიდევ გაიზარდა. საბოლოოდ რეზიმ მწვრთნელებს და გულშემატკივარს იმედები გაუმართლა. 200 კილოგრამი აკრა, აკვრაში გალიდერდა ორჭიდში 370 კილოგრამი დააგროვა და მდევართან უპირატესობა ორჭიდში 10 კილოგრამამდე გაზარდა. ამის შემდეგ კონკურენტმა – დავით ჰოვანესიანმა 207 კილოგრამი დააფიქსირა და აკვრასა და ორჭიდში (371 კგ.) ოქროს სწორედ სომეხი ძალოსანი დაეუფლა.