უკრაინის მხარდასაჭერად კიევში პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები ჩავიდნენ. შეხვედრა გაიმართება ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ლიეტუვის პრეზიდენტი. პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტი პოლონეთის მიერ არის ორგანიზებული. „ბალტიის ქვეყნები რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი მთავარი პარტნიორები არიან. ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, ერთად გავმგზავრებულიყავით კიევში“, – წერს ანჟეი დუდა. თავის მხრივ, გიტანას ნაუსედა აღნიშნავს, რომ ოთხი ქვეყნის პრეზიდენტები კიევში პოლიტიკური მხარდაჭერითა და სამხედრო დახმარების ძლიერი გზავნილით ჩადიან.